სასწავლო პროექტის გეგმა
,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“
სასწავლო პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
დალი დოლიძე
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
თბილისი
|
||
სკოლა
|
სსიპ - გრიგოლ კობახიძის
სახელობის ქალაქ თბილისის
№77 საჯარო სკოლა
|
||
პროექტის მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
,,ჩვენ
ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
·
მოსწავლეებმა მოიძიონ და შეაგროვონ მასალები კლასიკური
და ხალხური საკრავების შესახებ.
·
გაანალიზონ რა ინსტრუმენტი შეუძლიათ გააკეთონ დამოუკიდებლად
სახლის პირობებში.
·
გააკეთონ მუსიკალური ინსტრუმენტი.
·
კლასში შექმნან სხვადასხვა ჯგუფის ინსტრუმენტები:
დასარტყამი, ჩასაბერი, სიმებიანი.
·
მოაწყობენ პრეზენტაციას.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
მუსიკა, ისტ-ი
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
V კლასი
|
|||
პროექტის განხორციელების დრო
|
|||
6
კვირა
|
|||
პროექტის საფუძვლები
|
|||
საგნობრივი
სტანდარტები
|
|||
მიმართულება: შემოქმედება და პრაქტიკა
მუს.დაწყ.(II).1.
საიმიჯო მუსიკალური
კომპოზიციის (რეკლამის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა
მიმართულება:
მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია
მუს.დაწყ.(II).4.
ხმოვანი გზავნილის
ემოციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით
სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5.
დრამისა და მუსიკის
ელემენტების ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6.
ტრადიციული თუ არატრადიციული
სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა.
მუს.დაწყ.(II).7.
საქართველოს
სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური
ნის ელემენტების განსხვავება.
თ.2
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
●
მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●
საღი მსჯელობა და აღქმა;
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის
დემონსტრირება;
●
პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო,
მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
●
ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
მედიაწიგნიერება
ციფრული
წიგნიერება
·
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის,
ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
ინიციატივა
და დამოუკიდებელი მუშაობა
●
დავალებების
განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭებადა შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
● დროის და სამუშაო
დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
სოციალური და კულტურული
უნარ-ჩვევები
·
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის
დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა
და პასუხიმგებლობა
●
ინტერპერსონალური
და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების
მისაღწევად;
●
ჩართული
მხარეების ძლიერი თვისებების/უნარების
გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
●
ერთიანობისა
და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
●
ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება,პასუხისმგებლიანი
მოქმედება.
|
|||
პროექტის
სასწავლო მიზნები/სასწავლო შედეგები
|
|||
პროექტის მიზანია მოსწავლის შემოქმედებითი უნარის
განვითარება. მოსწავლეს უვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს
საკუთარი თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში:
მოსწავლე ცდილობს შექმნას
ორიგინალური საკრავი , უკრავს.
პრაქტიკულად ეუფლება და იყენებს მუსიკალურ საკრავს. განარჩევს კლასიკურ და ხალხურ საკრავებს. შემოქმედებითი აქტივობების დროს მოსწავლე წარდგება აუდიტორიის წინაშე, ეჩვევა
და უყალიბდება წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა. ეს აქტივობები
შეიძლება იყოს ინდივიდუალური, როდესაც მოსწავლე პასუხისმგებელი საკუთარ
გამოსვლაზე. ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის დროს კი მოსწავლე ჩართულია
შემოქმედებით თანამშრომლობაში, რომლის დროს საკუთარი ემოცია, ინტერპრეტაცია
საერთო ხედვას უნდა შეუთანხმოს. მოსწავლეს უვითარდება პასუხისმგებლობის გრძნობა
თანაგუნდელების მიმართ, ყალიბდება კოლექტივის წევრად .
ამავე მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ-ს).
პროექტზე მუშაობა დავიწყეთ მიზნებისა და ამოცანების დასახვით გზით.
შემდეგ ერთობლივად შევიმუშავეთ სამუშაო
გეგმა განვახორციელოთ პროექტი ,,ჩვენ
ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“.
·
კვლევითი
საქმიანობა
·
ინფორმაციის შესწავლა თემაზე ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“.
·
ექსპერიმენტული საქმიანობა.
·
დასკვნები პროექტის შესახებ.
პროქეტზე მუშაობის შედეგად:
·
მოსწავლეები გამოიმუშავებენ შემოქმედებით
აზროვნების უნარ-ჩვევებს.
·
მოსწავლეები მეტად დააფასებენ კულტურულ
მრავალფეროვნებას;
·
მოსწავლეებს გაუადვილდებათ ერთმანეთთან
კომუნიკაციას, შეძლებენ განსხვავებულ
აზრის მოსმენას. ურთიერთობას;
·
მოსწავლეები შეიძენენ უნარს ამოიცნონ სხვადსხვა
საკრავები.
|
|||
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
·
როგორი მუსიკალური
ინსტრუმენტები ვიცით?
·
როგორი თვითნაკეთი ინსტრუმენტები არსებობს?
|
||
თემატური კითხვები
|
·
გაგიკეთებიათ საკუთარი ხელით რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი?
·
შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან
რომელიმე მუსიკალური ინსტრუმენტი?
·
როგორ გააკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტს?
|
||
შინაარსობრივი
კითხვები
|
·
როგორ მიიღება
საკრავზე ბგერა?
·
ვინ არიან ის
ადამინები , რომელიც აკეთებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს?
·
რა ჰქვია იმ ჯგუფს,
სადაც ერთდროულად უკრავენ მუსიკალურ საკრავებზე?
|
||
შეფასების გეგმა
|
|||
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
მოსწავლის ცოდნა, უნარ-ჩვევების, წარმოდგენებისა და მცდარი
შეხედულებების განსაზღვრა.
ვიცი-გავიგე-მინდა ვიცოდე
|
სიტყვის/ცნების რუკა
გონებრივი იერიში
|
|
პროექტის მსვლელობისას
|
მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის
გაგების შემოწმების. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტური აზროვნების, დამოუკიდებელ ი
მუშაობის და თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის
|
გონებრივი იერიში
კითხვა- პასუხი
პრეზენტაცია
|
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმება
|
3-2-1
ყველაზე მკაფიო შთაბეჭდილება
|
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
|||
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა
საჭიროების მიზნით გამოვიყენებ შეფასების სხვადასხვა ფორმას. კერძოდ: გონებრივი
იერიში,კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია. პროგრესის მონიტორინგისათვის -3-2-1,
პრეზენტაცია (შეფასდება რუბრიკით), თვითშეფასების
რუბრიკა. თვითშეფასებისა და რეფლექსიის ცხრილი მოიცავს იმ მეთოდურ მიზნებისა და
ინსტრუმენტების მიმოხილვას, რომლებიც მოსწავლეებში თვითრეგულირებადი სწავლისა და
თანამშრომლობის უნარების წასახალისებლად გამოიყენება. მოსწავლეები შეძლებენ
საკუთარი შრომის შეფასებას, დაადგენენ რისი გაუმჯობესება არის შესაძლებელი. ეს
მეთოდები ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში.
მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნაშრომებს და მოახდენენ ცოდნის დემონსტრირებას. უკუკავშირის
უზრუნველყოფისათვის- დისკუსია ( შეფასდება რუბრიკით). პროექტის დასასრულს
მოსწავლეები განიხილავენ რა ცოდნა მისცა აღნიშნულმა პროექტმა და დასახავენ
შემდგომ ნაბიჯებს.
ჯგუფური მუშაობა ფასდება რუბრიკით, სადაც
მიმართავენ თვითშეფასებას, ურთიერთშეფასებას.
|
|||
სხვა საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
·
შესწავლილი აქვთ სხვადასხვა ჯგუფის ხალხური
საკრავები
·
იციან სიმფონიურ ორკესტრში საკრავების რამდენი
ჯგუფია
·
იციან თითოეულ ჯგუფში რომელი საკრავებისგან
შედგება
·
ინტერნეტ ძიება
·
ფაილის მოხმარების უნარ-ჩვევა
·
ინფორმაციის ჩანიშვნის, დახარისხების უნარი
·
თანამშრომლობის უნარი
·
პრეზენტაციის -ინფორმაციის გადმოცემის უნარი
·
შემოქმედებითი უნარი
·
ლექსიკური მარაგი
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
პროექტის დასწაყისში მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა:
მუსიკის გაკვეთილზე გვეჭიროება სხვადასხვა ჯგუფის მუსიკალური ინსტრუმენტები.
მუსიკალური საკრავების თეორიული მასალის
შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ საკუთარი ხელით შეგვექმნა საკრავები.
თავდაპირველად მოსწავლეებმა მოამზადეს წებო, მაკრატელი, ფერადი ქარალდები,
მუყაო, და სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნები. იმასათვის, რომ საკრავებს
ხმა ჰქონოდათ ბავშვებმა მოამზადეს: ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო, სიმინდი. საკრავის
კორპუსის გაკეთების შემდეგ ჩაყარეს მარცვლეული, მოუსმინეს როგორი ჟღერადობა ჰქონდა,
შემდეგ კი დაახურეს თავსახური და წებოთი დაამაგრეს. გარედან კი გააფორმეს სხვადასხვა ფერადი ქაღალდებით.
მოსწავლეებს ვუსვამ ზოგად შეკითხვას: რატომ
გვჭირდება სხვადასხვა ჯგუფის საკრავები? მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს.
ვსვამ თემატურ კითხვას: რა დატვირთვას
სძენს დასარტყამ საკარავის ხმას საორკესტრო თანხლება? მოსწავლეები გამოთქვამენ
საკუთარ მოსაზრებებს. მათ მიერ მოწოდებული მოსაზრებები მიგვიყვანს ავხსნათ
სიტყვა - გამომსახველი ჟღერადობა, შინაარსის გადმოცემა. ვავსებთ ასოციაციურ რუკას - რა არის ბგერა? ვისმენთ მ. რაველის
საორკესტრო პიესა ,,ბოლეროს“, მოსწავლეები გადმოსცემენ საკუთარ გრძნობებსა და
მოსაზრებებს.
ვმართავ დისკუსიას თემაზე ,, განსხვავებული
აზრი“.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად.ისინი მოიძიებენ
ინფორმაციას.
I-ჯგუფი: მოიძიებენ და
შეაგროვებენ მასალებს სხვადასხვა ხალხის კულტურის, ტრადიციების მქონე ადამიანების შესახებ.
II- ჯგუფი: მოიძიებენ
ინფორმაციას მისგან განსხვავებული პროფესიული საკრავების შესახებ.
III -ჯგუფი: შეადარებენ ხალხურ და კლასიკური საკრავების
ჯგუფებს ერთმანეთს, ჩაწერენ ვენის დიაგრამაში რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი
ნიშანი .
ბოლოს მოსწავლეები ამზადებენ სლაიდს ,
აწყობენ პრეზენტაციას და აფასებენ საკუთარ და ერთმანეთის ნამუშევარს.
|
|||
დიფერენცირებული სწავლება
|
|||
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
არ მყავს
|
||
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
არ მყავს
|
||
ნიჭიერი მოსწავლეები
|
მოსწავლე დაახარისხებს ინფორმაციას,
დაეხმარება სუსტ მოსწავლეს საკრავის გაკეთებაში, გააკეთებს პრეზენტაციას.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული
უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის
ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ.ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო
რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
დამხმარე ლიტერატურა - მუსიკალურ
ინსტრუმენტებზე.
|
||
ინვენტარი/მასალები
|
თაბახის ფურცლები, ფერადი ცარცი,
მარკერი, მუსიკალური ცენტრი, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩატი.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
Googli.com,
youtube.com, Wikipedia.org, pinterest.com
|
||
სხვა რესურსები
|
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა .
|
||
სასწავლო პროექტის რეფლექსია.
საგანი - მუსიკა
კლასი -მეხუთე
თემა - ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს“
მუს.დაწყ.(II).1.
საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის
(რეკლამის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა
მუს.დაწყ.(II).4.
ხმოვანი გზავნილის ემოციურ-შინაარსობრივი
დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების
გაბმა;
მუს.დაწყ.(II).5.
დრამისა და მუსიკის ელემენტების
ურთიერთკავშირების ამოცნობა;
მუს.დაწყ.(II).6.
ტრადიციული თუ არატრადიციული
სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა.
მუს.დაწყ.(II).7.
საქართველოს სხვადასხვა
კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ნის ელემენტების განსხვავება.
სწავლების
პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენდა:
● პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
● ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარები;
●
ჯგუფში თანამშრომლობა და შეთანხმებული გადაწყვეტილებიბს მიღება.
მოსწავლეების
დიდმა ინტერესმა კლასიკური და ხალხური საკრავების შესახებ, განაპირობა პროექტის ,,ჩვენ ვაკეთებთ მუსიკალურ
ინსტრუმენტებს“ დაგეგმვა. მუსიკის პროგრამული მასალა ითვალისწინებდა ამ თემატიკის
მასალას: შესწავლილი აქვთ სხვადასხვა ჯგუფის ხალხური საკრავები, იციან სიმფონიურ
ორკესტრში საკრავების რამდენი ჯგუფია, იციან თითოეული ჯგუფი რომელი საკრავებისგან შედგება
და როგორი ჟღერადობა აქვს საკრავებს.
მუსიკალური საკრავების თეორიული მასალის შესწავლის შემდეგ,
გადავწყვიტეთ საკუთარი ხელით შეგვექმნა საკრავები. თავდაპირველად მოსწავლეებმა მოამზადეს
წებო, მაკრატელი, ფერადი ქაღალდები, მუყაო, და სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნები.
იმასათვის, რომ საკრავებს ხმა ჰქონოდათ ბავშვებმა მოამზადეს: ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო,
სიმინდი. საკრავის კორპუსის გაკეთების შემდეგ ჩაყარეს მარცვლეული, მოუსმინეს როგორი
ჟღერადობა ჰქონდა, შემდეგ კი დაახურეს თავსახური და წებოთი დაამაგრეს. გარედან კი გააფორმეს სხვადასხვა ფერადი ქაღალდებით.
მოსწავლეებს ვუსვამ ზოგად შეკითხვას: რატომ გვჭირდება
სხვადასხვა ჯგუფის საკრავები? მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
ვსვამ თემატურ კითხვას: რა დატვირთვას სძენს დასარტყამ
საკარავის ხმას საორკესტრო თანხლება? მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
მათ მიერ მოწოდებული მოსაზრებები მიგვიყვანს ავხსნათ სიტყვა - გამომსახველი ჟღერადობა,
შინაარსის გადმოცემა. ვავსებთ ასოციაციურ რუკას
- რა არის ბგერა? ვისმენთ მ. რაველის საორკესტრო პიესა ,,ბოლეროს“, მოსწავლეები გადმოსცემენ
საკუთარ გრძნობებსა და მოსაზრებებს.
ვმართავ დისკუსიას თემაზე ,, განსხვავებული აზრი“.
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად. ისინი მოიძიებენ ინფორმაციას.
I-ჯგუფი: მოიძიებენ და შეაგროვებენ
მასალებს სხვადასხვა ხალხის კულტურის, ტრადიციების მქონე ადამიანების შესახებ.
II- ჯგუფი: მოიძიებენ ინფორმაციას
მისგან განსხვავებული პროფესიული საკრავების შესახებ.
III -ჯგუფი: შეადარებენ ხალხურ და კლასიკური საკრავების ჯგუფებს
ერთმანეთს, ჩაწერენ ვენის დიაგრამაში რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი ნიშანი .
ბოლოს მოსწავლეები ამზადებენ სლაიდს , აწყობენ პრეზენტაციას
და აფასებენ საკუთარ და ერთმანეთის ნამუშევარს.
პროექტის ფარგლებში შესრულებულმა
დავალებებმა ბავშვებს შესასრულებელ დავალების გააზრების, ანალიზის,
ჯგუფში სამუშაოს თანაბრად განაწილების უნარები
გაუღვივა. მნიშვნელოვანია დროის მონიტორინგი, რის დაცვასაც ცდილობდნენ მთელი პროექტის
მსვლელობისას.
ეს
ის უნარებია
, რომლის განვითარებასაც ავალებს მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მუხლები.
პროექტის
მსვლელობის პერიოდში მე თითოეული დავალების მიცემისთანავე ვაძლევდი რჩევებს, სწორ
მიმართულებებს, ვეხმარებოდი დროის კონტროლის მონიტორინგში რაც დამატებით
მოტივაციას უჩენდა ბავშვებს და ხალისს მატებდა.
პროქეტზე მუშაობის შედეგად:
მოსწავლეები გამოიმუშავებენ შემოქმედებით აზროვნების უნარ-ჩვევებს. მეტად
დააფასებენ კულტურულ მრავალფეროვნებას, გაუადვილდებათ ერთმანეთთან კომუნიკაციას, შეძლებენ განსხვავებულ აზრის მოსმენას. შეიძენენ
უნარს ამოიცნონ სხვადსხვა საკრავები.
ამ პროექტმა საშუალება მომცა დავკვირვებოდი ბავშვებს
დამოუკიდებლად მუშაობის პროცესში. ასე უკეთესად
გამოვლინდა მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები და უნარ-ჩვევები. უფრო მკვეთრი კონტურები გამოჩნდა მოსწავლეებთან
სოციალური უნარებზე მუშაობის კუთხით.
Комментариев нет:
Отправить комментарий