მასწავლებელი
|
დალი დოლიძე
|
საგანი
/ საგნები:
|
მუსიკა / ქართული ენა და ლიტერატურა
|
მიმართულება:
|
სამოდელო (ინტეგრირებული)
|
სამოდელო
გაკვეთილის გეგმა:
|
მოვიარე სიმღერით-სვანეთი
|
სწავლების
საფეხური / კლასი
|
დაწყებითი, III კლასი
|
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი:
|
18. 04 .2019 წ.
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
26
|
სსსმ მოსწავლე
|
0
|
გაკვეთილის მიზანი:
|
·
მოსწავლეებმა მიიღონ
ინფორმაცია სვანეთის შესახებ, მისი მდებარეობის განსაზღვრა, დახასიათება ,
·
მოსწავლეებმა გაიმდიდრონ
ლექსიკური მარაგი,
·
მოსწავლეებმა აიმაღლონ მეტყველების და თხრობის კულტურა.
·
მოსწავლეებმა შეძლონ
ამ კუთხის შესაბამისი მუსიკალური ნაწარმოების მისადაგება,
·
მოსწავლეები გაეცნონ
ფოლკლორულ ნიმუშებს,
·
მოსწავლეებმა შეძლონ
სიმღერის ხასიათის დადგენა,
·
მოსწავლეებმა შეძლონ
მუსიკის სინთეზის მართებული შეფასება.
·
მოსწავლეებმა შეძლონ
მსგავსება- განსხვავება შესწავლილ კუთხეებთან : თუშეთთან, გურიასა და სამეგრელოსთან.
·
მოსწავლეებმა შეძლონ
საკრავების ამოცნობა ვიზუალურად და ჟღერადობის მიხედვით.
|
ესგ
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები :
|
ქარ.დაწყ.(I).7.
.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების
წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით
მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
·
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული (მაგ., მსგავსება-განსხვავების) ნიშნით;
·
საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
მუს.დაწყ.(I).4
მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული
ელემენტების (მაგ.: რიტმის,ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).6
მოსწავლემ უნდა შეძლოს ხალხური მუსიკის თავისებურებების
ამოცნობა.
|
წინარე ცოდნა:
|
მოსწავლეს შეუძლია:
·
საქართველოს კუთხეების
: სამეგრელო, გურია, თუშეთის მსგავსება-განსხვავება.
·
განარჩიონ ერთმანეთისაგან კუთხეების ხალხური სიმღერები ჟღერადობის და ხასიათის მიხედვით.
·
გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება
და ახდენენ სიმღერების კლასიფიკაციას.
|
შეფასების
ტიპები და მეთოდები:
|
განმავითარებელი.
მოსწავლეები გაკვეთილზე ფასდებიან ჩართულობის და საკლასო
სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით.
|
სასწავლო
მასალები და რესურსები:
|
სასკოლო
სახელმძღვანელოები ქართულსა და მუსიკაში
, power-point-ში მომზადებული პრეზენტაცია
„ სვანური სიმღერა ,, შინა ვორგილი“, ფურცლები, კალმები, ნოუთბუქი, პროექტორი, ეკრანი, დაფა, ცარცი, აუდიო
მასალა.
|
თანამდიდევრობა
|
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას:
,,მოვიარე სიმღერით-სვანეთი“.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია სვანეთის
შესახებ, მისი მდებარეობის
განსაზღვრა, დახასიათება ,
მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი,
მოსწავლეებმა აიმაღლონ
მეტყველების და თხრობის კულტურა.
მოსწავლეებმა შეძლონ ამ კუთხის შესაბამისი
მუსიკალური ნაწარმოების მისადაგება,
მოსწავლეები გაეცნონ ფოლკლორული ნიმუშებს,
მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერის ხასიათის დადგენა,
მოსწავლეებმა შეძლონ მუსიკის სინთეზის მართებული შეფასება.
მოსწავლეებმა შეძლონ მსგავსება- განსხვავება შესწავლილ კუთხეებთან
: თუშეთთან, გურიასა და სამეგრელოსთან.
მოსწავლეებმა შეძლონ საკრავების ამოცნობა ვიზუალურად და ჟღერადობის
მიხედვით.
აქტივობა
1. გაკვეთილის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
აქტივობის მიზანია გაკვეთილის თემის, მიზნის, ჯგუფში
მუშაობის და ინფორმაციის ორგანიზების, შეფასების რუბრიკების გაცნობა;
მოსწავლეები იხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს, რომელიც
მასწავლებელთან ერთად შეიმუშავეს.
(2 წუთი)
აქტივობა
2. მასწავლებელი იყენებს გონებრივ
იერიშს.
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მოახდინონ სწარაფი
მობილიზება .
წინარე ცოდნის გააქტიურებით მოსწავლეები ისაუბრებენ საქართველოს შესახებ, მის კუთხეებზე:
სამეგრლო, გურიასა და თუშეთზე, წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე. გაიხსენებენ შესწავლილ
ლექსებს საქართველოს შესახებ. ასევე ფოლკლორზე-თუ როგორ გაუძლო საუკუნეებს და მოაღწია
ჩვენამდე ხალხურმა ლექსებმა, ზღაპრებმა, ანდაზებმა,საკრავებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა.
(8წუთი)
აქტივობა 3. მუსიკის მოსმენისას საკრავთა ტემბრების ამოცნობა,
დახარისხება და განაწილება ცხრილში.
(დანართი 1)
აქტივობის მიზანია
მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეებს წინასწარ დარიგებული აქვთ ცხრილი და აუდიო
ჩანაწერის შესაბამისი ხალხური საკრავების ფოტოები. ინსტრუქციის მიცემის შემდეგ მოსწავლეები
მოისმენენ აუდიო ჩანაწერს, ამოიცნობენ რომელი
საკრავი ჟღერს, ასევე ფოტოები ჩვენებით დააფიქსირებენ საკრავის ვიზუალურ მხარესაც.
(5წუთი)
აქტივობა
4. კოგნიტური
სქემა ,,ვიცი, მინდა ვიცოდე...“
(დანართი 2)
აქტივობის მიზანია
იმის დადგენა , თუ რა ინფორმაცია აქვთ სვანურ ფოლკლორზე.
მოსწავლეებს წინასწარ
დარიგებული აქვთ კოგნიტური სქემა. ინდივიდუალურად აფიქსირებენ ფურცლებზე რა იციან
და რა უნდათ რომ გაიგონ სვანეთის შესახებ. ავსებენ
მხოლოდ პირველ ორ სვეტს.
(3წუთი)
აქტივობა
5.ახალი მასალის ახსნა ,, მოვიარე სიმღერით-სვანეთი“
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ მეტი ინფორმაცია
სვანეთზე, მის ადგილ მდებარეობაზე, გაეცნონ სვანურ წეს-ჩვეულებებს , სვანურ ფოლკლორს,
შეძლონ ძველი და ახალ მასალას ერთმანეთთან დაკავშირებას.
მინი-ლექცია, Power-point-ში
მომზადებული პრეზენტაციის ჩვენება: სვანეთი და სიმღერა,, შინა ვორგილი“ვიდეოს ჩვენება
.
(10 წუთი)
აქტივობა
6. მიღებული ცოდნის განმტკიცება.
(დანართი 3)
აქტივობის
მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ მოსმენილი ნაწარმოების ამოცნობა, დახასიათება, შედარება
და ლოგიკურად მისადაგება.უნვითარდებათ მოსმენის
უნარ-ჩვევები.
ყველა
ჯგუფს მოცემული გაქვთ ცხრილი, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა გრაფებად. მოსმენის შემდეგ
ჩაწერონ შესაბამის გრაფაში.
ჯგუფები
მოახდენენ ნამუშევრების წარდგენას, ისაუბრებენ შერჩეულ კუთხურ სიმღერებზე , მათთვის
დამახასიათებელ მუსიკალურ -რიტმულ ინტონაციაზე.
(8
წუთი)
აქტივობა
7. ასოციაციური რუკა ,,სვანეთი“
აქტივობის მიზანია განისაზღვროს თუ როგორ გაიგეს ბავშვებმა ახალი მასალა.
მოსწავლეები ისაუბრებენ
სვანეთის შესახებ ,წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე. ასევე მათ ლექსებზე, საკრავებზე, სიმღერებსა და ცეკვებზე.
ადგენენ სხვა კუთხეებთან მსგავსება განსხვავებას.
(3
წუთი)
აქტივობა 8. კოგნიტური სქემა
,,ვიცი,
მინდა ვიცოდე...“
(დანართი 2)
აქტივობის მიზანია
იმის დადგენა , თუ რა გაიგეს სვანურ ფოლკლორზე.
მოსწავლეები ავსენებ
კოგნიტურ სქემას ,,ვიცი, მინდა ვიცოდე...“, ბოლო სვეტს. წერენ ფურცლებზე რა გაიგეს სვანეთზე, სვანური კუთხისთვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებებზე,
ტრადიციებსა და ადგილ მდებარეობაზე, სვანურ ფოლკლორზე .
(3 წუთი)
აქტივობა 9. მასწავლებლის
მიერ გაცემული უკუკავშირი, შეფასება
აქტივობის
მიზანია მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ გაცემული უკუკავშირით გაანალიზონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
(1
წუთი)
აქტივობა 10. საშინაო დავალება.
აქტივობის
მიზანია : საშინაო დავალების შესრულების
შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ სვენეთის ფოკლორის-პოეზიის, სიმღერისა და საკრავების შესახებ.
გაკვეთილზე
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით მოიძიონ სვანური სიმღერები და ლეგენდა საკრავ
ჩანგის შესახებ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეებს
შეუძლიათ: საგანთაშორის ინტეგრირება, ტრანსფერი, შერჩეული ობიექტის / მუსიკალური ნიმუშის დახასიათება
და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
მოსალოდნელი რისკები და გადაჭრის გზები : 1. გაკვეთილისათვის დათმობილი დროის არაეფექტური მართვის
შემთხვევაში შეიკვეცება პრეზენტაციისათვის განკუთვნილი დრო და ნამუშევრები დაფაზე ცხრილის
სახით იქნება წარმოდგენილი. ნამუშევრებზე გამახვილდება ყურადღება გაკვეთილის შეჯამებისას
და მოსწავლეთა შეფასების დროს.
2. გაკვეთილისათვის დათმობილი დროის დარჩენის შემთხვევაში
კი დამატებით მოვასმენინებ წინასწარ მომზადებულ სვანურ სიმღერას ,,ლილეს“ .
შეფასდება ჯგუფური მუშაობა
განმავითარებელი კომენტარით.
მასწავლებელი
|
დალი დოლიძე
|
საგანი
/ საგნები:
|
მუსიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
მიმართულება:
|
სამოდელო (ინტეგრირებული)
|
სამოდელო
გაკვეთილის გეგმა:
|
ფერები და ბგერები
|
სწავლების
საფეხური / კლასი
|
დაწყებითი, I კლასი
|
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი:
|
14. 05 .2019 წ.
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
25
|
სსსმ მოსწავლე
|
0
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
მოსწავლეებმა
შეძლონ:
·
ამოიცნონ
ცისარტყელა, დაასახელონ და აღწერონ ცისარტყელის ფერები თანმიმდევრობით;
·
დაასახელონ მთავარი
და შედგენილი ფერები;
·
დააკავშირონ
ცისარტყელის შვიდი ფერი შვიდ ნოტთან;
·
განასხვავონ ბგერის ხმოვანება;
·
ბგერის თვისებებზე საუბარი;
·
შეადარონ და დააკავშირონ
ბუნების ხმები და მუსიკალური ფრაგმენტები.
·
რიტმულ–ინტონაციურ სავარჯიშოების მუსიკალური ელემენტების გამოყენება–გამოხატვით;
·
მუსიკალური ტერმინების გამოყენება.
·
სიმღერის მღერა გუნდში.
|
ესგ
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები :
|
ხელ.დაწყ .(I).1 მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარშისახვითიხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
ხელ.დაწყ .(I).5 მოსწავლემ უნდა შეძლოს ხელოვნების მრავალფეროვნების აღქმა გარემოში და საკუთარი დამოკიდებულებისა და შთაბეჭდლების გამოხატვა.
ხელ.დაწყ .(I).6 მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების განსხვავება ერთმანეთისგან, მათიდაკავშირება ყოველდღიურცხოვრებასა და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
მუს.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს გარესამყაროში ბუნებრივად
არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის
ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული
ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს
(მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ
რიგს შორის ასოციაციური კავშირების
გაბმა;
|
წინარე ცოდნა:
|
მოსწავლეს შეუძლია:
·
ცისარტყელის, მზისა
და წვიმის ერთმანეთისგან გარჩევა.
·
ცისარტელის დროს მზისა
და წვიმის აუცილებლობაზე საუბარი
·
მთავარი და შედგენილი
ფერების დასახელება.
·
ბგერაზე და მის თვისებებზე საუბარი.
·
საუბრის დროს მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება .
·
სიმღერა მოსწავლეებთან ერთად.
|
შეფასების
ტიპები და მეთოდები:
|
განმავითარებელი.
მოსწავლეები გაკვეთილზე ფასდებიან ჩართულობის და საკლასო
სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით.
|
სასწავლო
მასალები და რესურსები:
|
სასკოლო
სახელმძღვანელოები ბუნებასა და მუსიკაში
, power-point-ში მომზადებული პრეზენტაცია ,,ფერები და ბგერები“, ფურცლები, ფერადი ფანქრები, კალმები, ნოუთბუქი, პროექტორი, ეკრანი, დაფა, ცარცი, აუდიო
მასალა.
|
თანამდიდევრობა
|
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას:
,,ფერები და ბგერები“.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა
მიიღონ ინფორმაცია მუსიკალური ნოტების შესახებ,
დააკავშირონ ცისარტყელის შვიდი ფერი შვიდ ნოტთან . შეძლონ ასოციაციური კავშირების გაბმას ხმებსა და მუსიკალურ
ენას შორის.
მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი, აიმაღლონ
მეტყველების კულტურა.
მოსწავლეება შეძლონ მოსმენილი ბგერების გარჩევა. მუსიკის
სინთეზის მართებული შეფასება.
აქტივობა
1. გაკვეთილის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (2
წუთი)
აქტივობის მიზანია გაკვეთილის თემის, მიზნის, ჯგუფში
მუშაობის და ინფორმაციის ორგანიზების, შეფასების რუბრიკების გაცნობა;
მოსწავლეები
იხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს, რომელიც მასწავლებელთან ერთად შეიმუშავეს.
აქტივობა
2. წინარე
ცოდნის გააქტიურება . (10 წუთი)
მასწავლებელი იყენებს გონებრივ
იერიშს.
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მოახდინონ სწარაფი
მობილიზება .
წინარე ცოდნის გააქტიურებით მოსწავლეები ისაუბრებენ ცისარტყელაზე, გაიხსენებენ როდის ჩნდება ცაზე.
დაასახელებენ ცისარტყელის ფერებს, მთავარ და შედგენილ ფერებს. ასევე, გაიხსენებენ
როგორ მიიღება ორი ფერის შერევით : ნარინჯისფერი,
მწვანე და იისფერი. სწორ პასუხებს დააფიქსირებენ ფერადი ბარათებით.
მოსწავლეები
გაიხსენებენ ბგერას , რა თვისება აქვს და დაახასიათებენ თითეულ მათგანს.
მასწავლებელი კომპიუტერის დახმარებით აჩვენებს
მოსწავლეებს Power-point-ში
მომზადებული პრეზენტაციას, თავდაპირველად არის ცისარტყელას
ფოტოები, სადაც ნაჩვებენია წვიმა და მზე. ასევე არის ფოტო, სადაც ცაზე ორი ცისარტყელაა გამოსახული. აჩვენებს
ფოტოებს, სადაც შვიდი ნოტია გამოსახული ცისარტყელის ფერებში.
სლაიდის
ჩვენების შემდეგ ბავშვები ნახავენ ვიდეო ჩანაწერს. მოცემულია შვიდი ნოტი ცისარტყელის ფერებში.
აქტივობა
3. მუსიკის მოსმენია, სხვადსახვა ხმების ამოცნობა. (3 წუთი)
(ჯგუფური
მუშაობა)
აქტივობის მიზანია დაკვირვება გარესამყაროს ხმებზე,
მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება.
მასწვლებელი სთხოვს მოსწავლეებს ხმების ამოცნობას (წვიმის, ჭექა-ქუხილის, ჩიტების
ჭიკჭიკის, მატარებლის, ავტომობილის, ზარის, და ა.შ. )
მასწავლებელი
ასმენინებს კლასს სხვადსხვა ხმებს და სთხოვს
ამოიცნონ ეს ხმები. მოსწავლეებს წინასწარ დარიგებული ააქვთ აუდიო ჩანაწერის
შესაბამისი ფოტოები. ინსტრუქციის მიცემის შემდეგ მოსწავლეები მოისმენენ აუდიო ჩანაწერს, ამოიცნობენ ხმის ჟღერადობას, ფოტოები ჩვენებით დააფიქსირებენ სწორ პასუხს.
აქტივობა 4.
სიმღერა ,,ცისარტყელა“ (კომპ. გ. მაჭარაშვილი)
მღერა გუნდურად. (4წუთი)
აქტივობის მიზანია ყურადღების კონცენტრაციის, საკუთარი სასწავლო ორგანიზების, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.
ბავშვებს დარიგებული აქვთ საკრავი - მარაკასები.
მასწავლებელი კლასს დაყოფს ორ ჯგუფად. ბავშვებიდან გამოვა ერთი მოსწავლე, რომელიც იქნება ე.წ.
,, დირიჟორი“ და ანიშნებს: I ჯგუფი უკრავს მარაკასებით პირველ თვლაზე, ხოლო
I I ჯგუფი კი მესამე და მეოთხე თვლაზე. მოსწავლეები
დაკვრასთან ერთად მღერიან გუნდურად .
აქტივობა 5. ახალი მასალის ახსნა ,, მხიარული ნოტები“
(5 წუთი)
აქტივობის
მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ მეტი ინფორმაცია სანოტო დამწერლობაზე , მუსიკალური ანბანსა და ნოტებზე.
მასწავლებელი უყვება ბავშვებს ზღაპარს ,,სად ცხოვრობენ მხიარული ნოტები“.
ერთ ქვეყანაში, ხუთ სართულიან სახლში
ცხოვრობდნენ მხიარული და-ძმა 7 ნოტი. თქვენ ცხოვრობთ ზოგი მრავალ სართულიან
კორპუსში, ზოგი კი კერძო სახლში. იმისათვის
, რომ შევიდეთ ბინაში საჭიროა გასაღებით
გააღოთ კარი. მხირული და- ძმის სახლსაც ჰქონდა
კარები და ამ კარებს კი განსაკუთრებული გასაღები ჰქონდა - ,,ვიოლინოს გასაღები“ .
მოსწავლეებს ვუსვამ კითხვას:
·
თუ სახლს გასაღებით არ გააღებენ შეძლებენ თუ არა ნოტები შევიდნენ სახლში?
მხიარული
შვიდი და-ძმა ცხოვრობდნენ სხვადასხავა ოთახში. ეს ოთახები განლაგებული იყო ხაზებზე. ზოგის ოთახი იყო ხაზზე და ზოგის კი ხაზებს
შორის. წარმოიდგინეთ , რომ თითო ხაზი თითო სართულია და ათვლა ქვევიდან იწყება. ერთად ვითვლით ხაზებს.
მასწავლებელი
დაფაზე ჩამოკიდებს
ფორმატზე წინასწარ დახატულ სახლს. ზღაპრის მიხედვით თანდათან უმატებს
კარებს, ხუთ ხაზს.
მასწავლებელი
მოსწავლეებს ეუბნება, რომ ამ 5 ხაზს ეწოდება ,, სანოტო სისტემა’’ და რამდენიმე მათგანს სთხოვს გაიმეოროს ეს ახალი მუსიკალური ტერმინი.
აქტივობა
6 (2 წთ)
აქტივობის
მიზანია მოსწავლეებმა გაიმყარონ მიღებული
ცოდნა ვიდეო მასალის ჩვენებით.
ნახავენ ნაწყვეტს ფილმიდან ,, მუსიკის ჰანგები“.
აქტივობა 7. პრაქტიკული დავალება (5 წუთი)
დანართი 1
აქტივობის
მიზანია მოსწავლეებმა დააკავშირონ ცისარტყელი
შვიდი ფერი შვიდ ნოტთან და გაიმაყარონ ცოდნა .
მოსწავლეებს დარიგებული ექნებათ ფურცლები, რომელზეც გამოსახულია ცისარტყელა. ბავშვებმა უნდა
გააფერადონ ცისარტყელა და მიუწერონ მხიარული
შვიდი ნოტის სახელი.
პრაქტიკული სამუშაოს ასრულებელ ჩაიკოვსკის ბალეტი
,, მაკნატუნას“ ყვავილების ვალსის ფონზე .
აქტივობა
8 სიმღერა - ,,ცისარტყელა“ (კომპოზიტორი
ა. ბასილაია) მღერა გუნდურად (2 წუთი)
აქტივობის მიზანია ყურადღების კონცენტრაციის, საკუტარი
სასწავლო ორგანიზების, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება.
მასწავლებელი ამღერებს მოსწავლეებს მინუს ფონოგრამის
თანხლებით სიმღერას.
აქტივობა 9. მასწავლებლის
მიერ გაცემული უკუკავშირი, შეფასება.(2 წუთი)
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა მასწავლებლის
მიერ გაცემული უკუკავშირით გაანალიზონ მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
|
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
პედაგოგ დალი დოლიძის ჩატარებული გაკვეთილი
მიმართულება : სამოდელო
(ინტეგრირებული)
საგანი / საგნები: მუსიკა
/ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემის სახელწოდება: ფერები და ბგერები
სწავლების საფეხური / კლასი:
დაწყებითი
I კლასი
14 . 05. 2019 წელი
2019 წლის 14 მაისს
I კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი თემაზე : ფერები და ბგერები , რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის წევრები.
გაკვეთილის ტიპი - ინტეგრირებული-მუსიკა / სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
გაკვეთილის თემა ,მიზანი და შედეგები ურთიერთშესაბამისობაშია და ეყრდნობა ე ს გ - სტანდარტს.
გაკვეთილის მიზანი : ამოიცნონ ცისარტყელა, აღწერონ და დაასახელონ ცისარტყელის ფერები თანმიმდევრობით; დაასახელონ მთავარი და შედგენილი ფერები; დააკავშირონ ცისარტყელის შვიდი ფერი შვიდ
ნოტთან; განასხვავონ ბგერის ხმოვანება;
ბგერის თვისებებზე საუბარი;
შეადარონ და დააკავშირონ ბუნების ხმები და მუსიკალური ფრაგმენტები. რიტმულ–ინტონაციურ სავარჯიშოების მუსიკალური ელემენტების გამოყენება–გამოხატვით;
მუსიკალური ტერმინების გამოყენება.სიმღერის მღერა გუნდში.
აქტივობების
მოდიფიცირება არ მომხდარა. გაკვეთილი
წარიმართა გეგმით განსაზღვრული აქტივობების შესაბამისად. გონივრულად მქონდა
შერჩეული აქტივობების
ორგანიზების ფორმები
და მეთოდებიც. გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი. მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინები.
დაგეგმილი აქტივობები გამომდინარეობდა საგაკვეთილო მიზნიდან.
შეფასების კრიტერიუმები კავშირში იყო საგაკვეთილო
მიზანთან და აქტივობებთან. ვფიქრობ შედეგი მიღწეულია. გაკვეთილის მიზნების მიღწევას სწორად დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად წარმართვამ შეუწყო ხელი, რადგან ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ უზრუნველყოფდა მოსწავლეებში დასახული მიზნების შესაბამისი შედეგების დადგომას. ეფექტურად გამოვიყენე რესურსებიც. რომლებიც ზომიერად
მქონდა გამოყენებული საგაკვეთილო პროცესში. კარგად იმუშავა პრეზენტაციამ, ჩემმა
შექმნილმა რესურსმა და პრაქტიკულმა სამუშაოებმა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულები და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში შედეგებს მიაღწიეს.
გაკვეთილის დასაწყისშივე მოსწავლეებს გავაცანი
გაკვეთილის მიზანი (მიზნები გაკრული მქონდა კედელზე),
რამაც ხელი შეუწყო მათ მობილიზებას. გავაცანი შეფასების კრიტერიუმები, რათა დაცული
ყოფილიყო შეფასების პრინციპები, რითაც მოვახდინე დაგეგმილი აქტივობების ეფექტური გაზომვა.
შევახსენე ქცევის წესები, რაც იყო საუკეთესო საშუალება, რომ გაკვეთილზე არ ყოფილიყო
დისციპლინური დარღვევა ან დროის არაეფექტური გამოყენება.
გაკვეთილის დასაწყისშივე შემთხვევითობის
პრინციპით მოსწავლეები დავყავი ხუთ
ჯგუფად. ვფიქრობ,
ორგანიზების ამ ფორმამ ხელი შეუწყო მიზნის მიღწევას, რადგან მოსწავლეებმა ინსტრუქციის შემდეგ სამუშაო გადაინაწილეს .
გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს უნდა გაეაქტიურებინათ
წინარე ცოდნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოვიყენე გონებრივი იერიში. აქტივობამ მოსწავლეთა მოტივაცია
და ჩართულობა გაზარდა. აქტივობის მიზნის შესაბამისად მოსწავლეებმა
წინარე ცოდნა გაიაქტიურეს.
პროექტორით power point-ში აწყობილი სლაიდშოუს დახმარებით
ნაწილ-ნაწილ ვაჩვენე ცისარტელის ფერები- მთავარი და შედგენილი, ნახეს
თუ როგორ მიიღება ორი ფერის შერევით ნარინჯისფერი, მწვანე და იისფერი. ამ რესურსით შესაძლებელი გახდა ვიზუალურად გასცნობოდნენ ცისარტყელას, დაეკავშირებინათ 7 ბგერებთან . ვაჩვენე
ანიმაციური ვიდეო მასალა მხიარულ ნოტებზე, რომელიც ცისარტყელი ფერებში იყო. მოსწავლეები აყვნენ სიმღერით. აქტივობა სრული ჩართულობით განხორციელდა
და მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასაც შეუწყო ხელი.
ჯგუფური მუშაობის დროს, მე-3 აქტივობისას მათ ამოიცნეს სხვადასხავა ჟღერადობის
ბგერები და სწორ პასუხებს აფიქსირებდნენ შესაბამისი
ფოტოებით. ბავშვებს როლები გადანაწილებული ჰქონდათ და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.
მე-4 აქტივობის შესრულებისას საჭირო იყო ყურადღების
კონცენტრირება , ვოკალური უნარ-ჩვევების წარმოჩენა და გუნდურობის შენარჩუნება. კომპოზირორ
გ. მაჭარაშვილის სიმღერა ,,ცისარტყელა“ შესარულეს საკრავ მარაკესების დახმარებით ,
რომელსაც ხელმძღვანელობდა ,,დირიჟორი“ . ბავშვები
ყურადღებით და ხალისით იყვნენ ჩართულები პროცესში
, რათა შეესრულებინათ ,,დირიჟორის“ მითითება ზუსტად.
ახალი მასალის ახსნისას მოსწავლეები ყურადღებით
მისმენდნენ , მათ მოსიმინეს ზღაპარი ,, სად
ცხოვრობენ მხიარული ნოტები“. ფორმატის ფურცელზე წინასწარ დახატული იყო სახლი, სადაც
ცხოვრობდნენ სანოტო სისტემაზე, მხიარული და-ძმა შვიდი ნოტი. ბავშვებმა გაიგეს რას ნიშნავდა
სანოტო სისიტემა. მიღებული ცოდნის გასამყარებლად ნახეს ვიდეო მასალა ფილმიდან ,,მუსიკის
ჰანგები“.
მე - 8 აქტივობა შესრულდა მაღალი მოტივაციით.
მისი მიზანი მოსწავლეებს ემღერათ ერთად, გუნდურად .
მოსწავლეები შევაფასე განმავითარებელი კომენტარებით და შესაბამისი უკუკავშირით. გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, სახალისო, აქტიურად
იყვნენ ჩართულნი კითხვა-პასუხში, ჯგუფურ მუშაობაში. ჯგუფში სწორად გადანაწილებულმა სამუშაომ საშუალება მისცა, რომ ყველა ყოფილიყო ჩართული. ვთვლი, რომ ყველა აქტივობა შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზნებს.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია - რესურსი power point-ში აწყობილი სლაიდშოუ, რამაც გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი, ჩართულობა და აქტიურობა , მოსწავლეებმა კითხვებზე პასუხი ,მათ შორის მაღალ სააზროვნო დონის შეკითხვებზე. ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე, გამოავლინეს სხვისი აზრის მოსმენის, თანამშრომლობის , საკუთრი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბების და მსჯელობის უნარ-ჩვევები. გაკვეთილი იყო დინამიური.
გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის იყო კეთილგანწყობილი ურთიერთობა ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა.
გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმჩნია - გაკვეთილის მსვლელობისას
გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა. საქმე იმაშია, რომ რეფლექსიის ფაზის, კერძოდ, მე-7
აქტივობის მიზანი იყო, დადგენილიყო რამდენად
გაიგო მოსწავლემ ცისარტყელის ფერების და მუსიკალური
ნოტების თანმიმდევრობა, გაემყარებინათ ცოდნა .
მოსწავლეებს უნდა გაეფერადებინათ ცისარტყელა და მიეწერათ ნოტების სახელები.
ვინაიდან რამდენიმე მოსწავლეს არ ჰქონდა ფერადი ფანქრები, ერთმანეთს სთხოვდნენ ფანქრებს,
რათა გაეფერადებინათ ცისარტყელა . პრაქტიკული
აქტივობის დროს , ვინაიდან ყველა მოსწავლეს არ ჰქონდათ ფერადი ფანქრები, ბავშვები ერთმანეთს
სთხოვდნენ ნივთებს. ყოველივე ამის შედეგად გარკვეულმა ბავშვებმა ვერ მოასწრეს დავალების
შესრულება მითითებული დროის განმავლობაში. ვთვლი , რომ უნდა გამეთვალისწინებინა და
უნდა მქონოდა კლასში ფერადი ფანქრები ასეთი შემთხვევისთვის.
ვფიქრობ, გაკვეთილის ძლიერ მხარედ უნდა
ჩაითვალოს ის, რომ საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობდა ურთიერთპატივისცემის გარემოში. თითოეული დავალების ინსტრუქციას ვაძლევდი მკაფიოდ
და მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე, რაც მოსწავლეთა სავარაუდო შეცდომების პრევენციას
ახდენდა. სიტუაციის შესაბამისად ეფექტურად ვიყენებდი მიმიკას და ჟესტიკულაციას. ამ გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში ცხადია,
გავითვალისწინებ მიღებულ
გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს,
რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий