ელ.რესურსი
,, ინტერვალი“
რესურსის
გამოყენების ინსტრუქცია
ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი
,,ინტერვალი “ გამოიყენება მუსიკის სწავლების I-საფეხურზე (კერძოდ IV კლასში). ასევე გამოიყენება მუსიკის სწავლების I-საფეხურზე, V-VI კლასებში.
სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისათვის მნიშვნელოვანია
სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსის გამოყენება. ელექტრონული რესურსი შევქმენი პრეზენტაციის სახით Power Point- ში, რათა საგაკვეთილო
პროცესი გამემდიდრებინა ვიზუალური მასალით და გამომეწვია მოსწავლეებში ინტერესის ზრდა
სანოტო დამწერლობის, კერძოდ სანოტო ინტერვალის შესწავლის მიმართ, რაც შეესაბამება ესგ-ის საგნობრივი სტანდარტის
მოთხოვნასა და გამჭოლ უნარებს.
სლაიდ-შოუს
ჩვენებისას მოსწავლეები ხედავენ თუ ნიშნავს სიტყვა ,,ინტერვალი“ , როგორც ყოველდღიურ
ცხოვრებაში , ასევე მუსიკაში. პითაგორას დამსახურება ინტერვალების აღმოჩენაში, თუ რა
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხელსაწყო მონოქორდის შექმნას მუსიკის ისტორიაში. როგორ აიგება
თითეული ინტერვალი.
რესურსის
გამოყენება შესაძლებელია მოქმედი ესგ-ის მიხედვით IV კლასში სანოტო დამწერლობის გაცნობისას,
სანოტო ინტერვალის შესწავლისას, რაც საკმაოდ სირთულეს წარმოადგენს.
რესურს თან ახლავს სავარჯიშოები,რომელიც ეხმარება მოსწავლეს გადაამოწმოს
ახალი შესწავლილი მასალა , შეძენილი ინფორმაცია გამოიყენოს მოცემულ სავარჯიშოების ფორმებში.
რესურსი აქტიურად გამოიყენება გაკვეთილზე ახალი მასალის/თემის
ახსნისას, ასევე განმტკიცებისას და მოდიფიცირების შემთხვევაში გამეორებისა და შეჯამებისას.
რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. გარკვეულ
სლაიდებზე ინფორმაციასთან ერთად დავლებაა მოცემული, ზოგ სლაიდზე მხოლოდ ახალი ინფორმაციაა
დატანებული და ზოგზე კი კროსვორდი და შესასრულებელი დავალება.
ელექტრონული
რესურსის უპირატესობებია: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, დიფერენცირებული სწავლების
რეალური შესაძლებლობები, მოსწავლე ბუნებრივი რიტმით სწავლობს, მართავს დროს, სსსმ მოსწავლის
მეტი შესაძლებლობა, ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება .
სასწავლო რესურსის რეფლექსია
წარმოდგენილი
ელექტრონული რესურსის ,, ინტერვალის“ შექმნისას მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილი გამეხადა უფრო მრავალფეროვანი, მიმეცა საშუალება მოსწავლეებისთვის აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. ჩემს მიერ შექმნილი ციფრული ობიექტი მოსწავლეებს პირველ რიგში, აუმაღლებს შინაგან მოტივაციას, დაეხმარება მათ ნასწავლი მასალის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებაში. ასეთი ფორმით შეძენილი ცოდნა ხანგრძლივად დარჩება მათ მეხსიერებაში.შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს არსებული ცოდნიზე დააშენონ ახალი ინფორმაცია და შეძლონ იდეების შეჯერება.ვიზუალიზიზაციისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მეტი შესაძლებლობა მიეცემათ სამეტყველო ფუნქციების, ლექსიკისა და სოციალურ-კულტურული უნარ-ჩვევების განვითარებაში. შესასწავლ მასალის ამ ფორმით მიწოდება განუვითარებთ მოსწავლეებს მსჯელობის,ანალიზის, შეფასების,სინთზის, კრიტიკული აზროვნების და წარმოსახვის უნარ- ჩვევებს.
რესურსის
საკითხები შესაბამისობაშია როგორც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან ,ასევე ესგ-თან და
პასუხობს ესგ გამჭოლი უნარების გამოწვევებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციებიდან ერთ-ერთი არის
-,, მედიაწიგნიერება. (საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად, თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ ტექსტებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა,
რომლებიც ერთდროულად იყენებენ ენობრივ და ვიზუალურ საშვალებებს.)
N
|
შესაფასებელი
კომპეტენცია
|
შესაბამისობა
შინაარსთან
|
1
|
რესურსის და სათაური
|
Power point-ში მომზადებული
პრეზენტაცია ინტერვალი“
|
2
|
რესურსის შესაბამისობა
მიზანთან
|
კლასში ჯგუფური მუშაობითა და დამხმარე რესურსების
გამოყენებით მოსწავლეები გაეცნობიან სანოტო დამწერლობას , სწავლობენ თამაშით -განსხვავებული
ფორმით .
|
3
|
რესურსის შესაბამისობა
ესგ და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან
|
მუს.დაწყ.(I).1. გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად
შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის
გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(I).3.
ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა
სიმბოლოთი ჩაწერა.
სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(I).4.
მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).5.
ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს
(მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების
გაბმა;
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
|
3
|
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
|
პერსონალური და სოციალური კომპეტენცია
სემიოტიკური კომპეტენცია
|
4
|
სამიზნე ჯგუფი
|
IV კლასი
|
5
|
ინტეგრაცია
სხვა საგნებთან
|
ისტ
|
6
|
გამოყენების
არეალი
|
რესურსის გამოყენება
IV კლასში მუსიკალური დამწერლობის-ინტერვალის
გაცნობის დროს.
|
ციფრული ობიექტის ამ სახით გამოყენებამ გაკვეთილი
გახადა უფრო მეტად ინტერაქტიული, საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეები აქტიურად
ჩაერთვნენ პროცესში. ყოველ სლაიდს ინფორმაციასთან ერთად თან ერთვის კონკრეტული სანოტო
ინტერვალის ვიზუალური გამოსახულება (ფოტო). როდესაც მოსწავლე მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი
პრეზენტაციით ეცნობა თემას, მასაც უჩნდება მოტივაცია, თავად შექმნას ანალოგია, რასაც
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების ციფრული წიგნიერების განვითარებასთან მივყავართ.
როგორც აღინიშნა წარმოდგენილი რესურსი შექმნილია Power point -ის პროგრამაში. გამოყენებისას შესაძლებელია მხოლოდ
პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა და წინასწარ შეთანხმებით პროექტორის მეშვეობით
ეკრანზე ჩვენებაც. რაიმე პრობლემა რესურსის გამოყენებისას არ შემქმნია.
აღნიშნული
რესურსი ინტერაქტიურია, ხელს უწყობს მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში, კარგად იგებენ შესასწავლ მასალას, ახალ სიტყვებს იგებენ და სვავენ
მოცემულ სავარჯიშოებსა და კროსვორდში. ისინი
სიამოვნებით ასრულებენ მოცემულ სავარჯიშოებს .
ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებამ დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეების სწავლის
პროცესზე. მათ აუმაღლდათ მოტივაცია, აქტიურად იყვნენ საგააკვეთილო პროცესში ჩართულები, ჰქონდათ მოლოდინები
რა მოხდებოდა შემდეგ. გამოთქვეს სურვილი კიდევ მიმეწოდებინა სხვადასხვა შესასწავლ მასალაზე
ასეთი ციფრული რესურსის სახით.
Комментариев нет:
Отправить комментарий