გაკვეთილები


                                     გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
დალი დოლიძე
საგანი/ინტეგრიტებული საგნები
მუსიკა
თემა
ორკესტრი
ხანგრძლივობა
45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
V კლასი;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
მოსწავლეთა რაოდენობა
29 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
·         მოსწავლეები ამ გაკვეთილზე მიიღებენ დასაბუთებულ ცოდნას ორკესტრის საკრავების და შემსრულებლების შესახებ.
·         გამოიმუშავებენ  მოსმენის უნარს, რათა კარგად გაარჩიონ ორკესტრში შემავალი საკრავების ხმები, გამოყონ ისინი ცალ-ცალკე ნაწარმოების მოსმენისას.
·         ჩაერთონ დისკუსიაში ახალი ჟანრის სირთულეებზე საუბრისას, შეძლონ დაასაბუთონ თავიანთი აზრი. შეფასების და ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება.
·         მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-ჩვევები განვითარება.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
V.5 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობისთვის ორგანიზება.
·         აქტიურადაა ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში.
·         სვამს კითხვებს.
·         მონაწილეობს გამოკითხვაში.
V.6 მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
·         მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანის გადასაჭრელად.
·         საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვებს.
V.7  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების განხილვა.
·         ამოიცნობს მოსმენილი ნაწარმოების ფრაგმენტებს.
·         ახასიათებს შემსრულებეთა შემადგენლობას.
·         ამოიცნობს მოსმენისას ნაცნობ მუსიკალურ ტემბრს.
·         ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ საკრავებს ტემბრის მიხედვით.
·         იყენებს მუსიკალურ ტერმინებს საუბრის დროს.
V.13  მოსწავლეს შეძლია განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.
·         ამოიცნობს საკრავებს სოლო , ასევე ანსამბლში ჟღერადობის დროს.
·         აჯგუფებს საკრავებს ბგერის მიღების წესის ან მასალის მიხედვით
წინარე ცოდნა







უნარ/ჩვევები

·         მოსწავლეები იცნობენ საკრავებს  ვიზუალურად და არჩევენ მათ ჟღერადობის მიხედვით.
·         მოსწავლეები ფლობენ   მუსიკის მოსმენის კულტურას, ახდენენ საკრავთა კლასიფიკაციას.
·         არჩევენ მუსიკალურ ნაწარმოებ ტემპის, რიტმის და ხასიათის მიხედვით.


ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, საკუთარი აზრის გამოხატვის, ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელ:   . ჩიკვაიძე, ,,მუსიკა,’’  რვეული, კალმისტარი, თაბახის ფურცლები, ფლიპ ჩარტი, კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები, ვიდეო ჩანაწერი, power point-ის ელექტრონული რესურსი.

შეფასება
განმავითარებელი -  წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.

მოსწავლეები შეფასდებიან ჩართულობაში, ჯგუფურ მუშაობაში, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზსა და პრეზენტაციაში.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხები    -  (2 წთ.)
 აქტივობა I  -   ასოციაციური რუკა  (2 წთ.)
აქტივობის მიზანი:  გაიხსენონ მუსიკალური საკრავები, ისაუბრონ მათ მახასიათებლებზე: წყობა, ტემბრი, რეგისტრი.
გონებრივი იერიში -(2 წთ.)
მასწავლებელი დაფაზე ხატავს ასოცოაციურ რუკას - შუაში წერს საკვანძო სიტყვას ,,საკრავები“ ,    ბავშვების მიერ დასახელებული სიტყვებით ივსება რუკა.
მასწავლებელი სვამს კითხვებს არსებული ცოდნის გასააქტიურებლად:
1.                   რა არის ბგერა?
2.                   როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოიშვა ბგერა?
3.                   ვინ ჩამოთვლის საკრავის ჯგუფებს და მასში შემავალ საკრავებს?



აქტივობა I I -  (4წთ ) 
ბავშვებს დარიგებული აქვთ კოგნიტური სქემა ,,ვიცი, მინდა ვიცოდე....“   
 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ მოცემული სქემის პირველი ორი სვეტი. რამოდენიმე წაიკითხავს.

აქტივობა I I I    -   გამოცნობა(7 წთ )
მუსიკის მოსმენისას საკრავთა ტემბრების ამოცნობა, დახარისხება და განაწილება ცხრილში.
 აქტივობის მიზანი: უვითარდებათ მოსმენის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები მოისმენენ აუდიო ჩანაწერს , უნდა გამოიცნონ რომელი
საკრავი ჟღერს, ასევე მიუთითონ საკრავების ვიზუალური მხარეც   (ჯგუფური).


 აქტივობა IV-  ინტერაქტიული მინი-ლექცია   (12წთ)
აქტივობის მიზანი:   ახალი მასალის ახსნა  კონსტრუქტივისტული მეთოდით, რაც ითვალისწინებს, მოსწავლეთა აქტიურ  ჩართვას   საგაკვეთილო  პროცესში,     ლოგიკურ გადასვლას ახალ თემაზე,   ძველი და ახალი მასალის   ერთმანეთთან   დაკავშირებას.
მოსწავლემ  მიიღოს ინფორმაცია ორკესტრის შესახებ. მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის, მნიშვნელოვანის  ამოღების და ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევები.
მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას ორკესტრის ჩამოყალიბების შესახებ, თუ რა ეტაპები გაიარა დღემდე (მასწავლებელს აქვს  საპრეზენტაციო პროგრამით შექმნილი ელექტრონული რესურსი (სლაიდ-შოუ) და გზადაგზა აჩვენებს სურათებს სხვადასხვა ორკესტრის  და შემსრულებლების გამოსახულებით).


  აქტივობა V -მუსიკალური  ნაწარმოების მოსმენა / ანალიზი. – (7 წთ)
  აქტივობის მიზანი:  ორი სახის საორკესტრო ხმოვანების მოსმენა და შედარება (ჯგუფური).
ვიდეო მასალა - სადაც ეცნობიან ორკესტრის საკრავთა ჯგუფებს, განიხილავენ, თუ როგორ ჟღერს თითოეული ჯგუფი.
ბეთჰოვენი V სიმფონია -სიმფონიური ორკესტრი

გლენი მილერის-  ჯაზ ორკესტრი

ჯგუფებში ვანაწილებ როლებს, სამუშაო ფურცლებს და თითოეულ ჯგუფს  ვაძლევ დავალებას. ვენის დიაგრამის საშუალებით ბავშვები გამოარჩევენ მსგავსება /განსხვავებას. განიხილავენ ნაწარმოებს სტილის, ხასიათის, მეტრის, რიტმის, ტემბრის მიხედვით. საუბრობენ მუსიკის მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. რომელი მეტად მოსწონთ და რატომ?

აქტივობა V I -  ,,ვისწავლე, რომ...“    ინდივიდუალური   ( 2   წთ)
მოსწავლეები ავსებენ მესამე სვეტს რვეულში ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“. რა ისწავლა ამ გაკვეთილზე.
მასწავლებელი აქტიურად სვამს კითხვებს ახალი მასალის ირგვლივ
(3   წთ)
·         რა ეწოდება სხვადასხვა ინსტრუმენტზე შემსრულებელ კოლექტივს?
·         როგორი ორკესტრი არსებობს?
·         რა ჰქვია ორკესტრის ხელმძღვანელს?
·         დაასახელეთ დირიჟორის სახელმძღვანელო წიგნი.
·         როგორ ფიქრობთ , რა ქმნის ორკესტრის ხმოვანებას?
·         გადახედეთ სიმფონიური ორკესტრის სქემას და განსაზღვრეთ რომელი საკრავის ჯგუფებია წინა პლანზე წამოწეული?
·         ხომ ვერ ახსნიდით, რატომ ენიჭება უპირატესობა სიმებიანთა ჯგუფს? იქნებ ეს უპირატესობა მათი, შედარებით სუსტი, ჟღერადობით აიხსნება?
·         რით განსხვავდება ორკესტრში შემავალი სხვადასხვა საკრავები ერთმანეთისაგან?
·         რას ნიშნავს ტემბრი?

შეფასება:  წინასწარ   შედგენილი   შეფასების   რუბრიკის  მიხედვით მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას და   რეკომენდაციებს.
 (2 წთ)

საშინაო დავალება   -  (2 წთ)
მოიძიონ ინტერნეტში და მოუსმინონ ჩაიკოვსკის  I  საფორტეპიანო კონცერტს და რვეულში ჩაინიშნონ რომელი საკრავებია გამოყენებული.









შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები
კომპონენტები
   დაბალი
      საშუალო
      მაღალი
პრაქტიკული უნარ-ჩვევები
არ შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტებისა და საკრავების ამოცნობა.
ნაწილობრივ შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტებისა და საკრავების ამოცნობა
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტებისა და საკრავების ამოცნობა
კომუნიკაცია და იტერპრეტაცია
არ შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა
ნაწილობრივ შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა
შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების განხილვა
აღქმა კონტექსტში
არ შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები, განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.
ნაწილობრივ შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები.,განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.
შეუძლია განიხილოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები, განასხვავოს და დააჯგუფოს მუსიკალური საკრავები.



გაკვეთილის რეფლექსია
თემა:    - ორკესტრი
მათი  მახასიათებლებისა და საჭიროების განსაზღვრა.
პედაგოგი: დალი დოლიძე
კლასი: V

     ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო - მოსწავლეს მიეღო დასაბუთებული ცოდნა ორკესტრის საკრავების და შემსრულებლების შესახებ. გამოემუშავებინა მოსმენის უნარი, რათა შეძლოს და კარგად გაარჩიოს ორკესტრში შემავალი საკრავების ხმები, გამოყოს ისინი ცალ-ცალკე ნაწარმოების მოსმენისას. დისკუსიაში საუბრისას შეძლოს თავისი აზრის დასაბუთება, რაც განუვითარებს შეფასების და ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევებს.
       გაკვეთილის ორგანიზების ფორმა გახლდათ ჯგუფებში მუშაობა, ამიტომ მოსწავლეებს გაკვეთილის  დასაწყისშივე შევახსენე ჯგუფური მუშაობის წესები.
        გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებისთვის მოტივაციის შექმნის მიზნით დავსვი მარტივი შეკითხვები, რომელიც უკავშირდებოდა          
წინა გაკვეთილის თემას და თან ვახდენდი მოსწავლეთა მიერ გამოქმული მოსაზრებების დემონსტრირებას (ბავშვების მიერ დასახელებული სიტყვებით ვავსებდი ასოციაციურ რუკას).
        ბავშვებმა შეავსეს კოგნიტური სქემა ,,ვიცი, მინდა  ვიცოდე...“ (გამოწვევის ფაზაზე მხოლოდ ორი სვეტი ,, ვიცი“ და ,,მინდა ვიცოდე“).
           მოისმინეს საკრავების სხვადასხვა ჟღერადობა, სადაც გააკეთეს ჩანაწერი და დროის ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სწორი პასუხები დააფიქსირეს საკრავთა ფოტოებით, რომელიც ყველა ჯგუფს ჰქონდა დარიგებული. ამ აქტივობით ბავშვებს უვითარდებათ მოსმენის უნარ-ჩვევები.
             გზის სირთულე იყო მრავალი ინსტრუმენტის ამოცნობა   აგებულების და ჟღერადობის მიხედვით. მიუხედავად სირთულეებისა, ამ გაკვეთილმა და შესრულებულმა დავალებამ დამარწმუნა, რომ ტყუილად არ გვიშრომია. საკუთარი შედეგებით  აღფრთოვანებული მოსწავლეები გაცილებით მოტივირებულნი იყვნენ.
           სიღრმისეული წვდომის ფაზაზე, მომდევნო აქტივობა იყო ინტერაქტიული მინი-ლექცია, რომლის მიზანი იყო ახალი მასალის მიწოდება კონსტრუქტივისტული მეთოდით. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგავეთილო პროცესში, დაუკავშირეს ერთმანეთს ძველი და ახალი მასალა, მიიღეს ინფორმაციას ორკესტრის შესახებ - განუვითარდათ მოსმენის, ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევები. ამ აქტივობისთვის გამოვიყენე საპრეზენტაციო პროგრამაში (power point) შექმნილი ელექტრონული რესურსი (სლაიდ შოუ).
    ჩემი    აზრით გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი საკითხის მიმართ. გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ფასილიტატორი ვყოფილიყავი, ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და
მიმეცა მათთვის აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა. მოსწავლეები მართლაც აქტიურად იყვნენ ჩართულ საგაკვეთილო
პროცესში.  ვთვლი, რომ მივაღწიე გაკვეთილით განსაზღვრულ მიზანს.
     ჩემი აზრით,  ამგვარად წარმართული პროცესი ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს - კეძოდ იმას, რომ
სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე.
     მოსწავლეებმა მოისმინეს ორი საორკესტრო ხმოვანება და შეადარეს ერთმანეთს  ვენის დიაგრამის საშუალებით, ისაუბრეს მსგავსება/განსხვავებაზე, განიხილეს სტილის, ხასიათის, მეტრის, რიტმის,  ტემბრის მიხედვით. ისაუბრეს მუსიკის მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
    სქემები და სხვა მაორგანიზებლები, რომლებსაც უკვე თავად ქმნიან  ბავშვები, დაგვეხმარა არა მხოლოდ ინფორმაციის გაგება-გამოყენებაში, არამედ მის ანალიზშიც.
     შედეგებით კმაყოფილი ვარ, ხარვეზებს კი - დაყურადებული; შესაბამისად, სამოქმედო გეგმა თითოეულ გაკვეთილზე გამოვლენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით იქმნება.
       გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა შეავსეს რა ,,ისწავლეს“ ( კოგნიტური სქემის მესამე სვეტი) , ვფიქრობ, რომ ეს ინსტრუმენტი ზოგადად მეხმარება გავიგო თუ რა ცოდნა აქვს თითოეული მოსწავლეს .
      გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა და არ დამჭირდა კორექტივების შეტანა. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ გამოიკვეთა
ტექნიკური საკითხი, რომელიც შემდგომი გაკვეთილების ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო, კერძოდ :  საკრვების ჟღერადობის ამოცნობისას თითოეულ  აუდიო ჩანაწერს ეწერა საკრავის სახელწოდება.  ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებმა ეს დააფიქსირეს და ცდილობდნენ მონიტორზე წაეკითხათ საკრავის სახელწოდება.





        გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი
დალი დოლიძე
საგანი/ინტეგრიტებული საგნები
მუსიკა
თემა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია
ხანგრძლივობა
45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი
V კლასი;  კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
მოსწავლეთა რაოდენობა
27 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
·         გამოიმუშავებენ  მოსმენის უნარს, შეძლებენ მოსმენილი  მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზებას, განხილვისა და შეფასების,   ინფორმაციის დახარისხების, მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-ჩვევები განვითარება.
·         გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ: სად და როდის აშენდა პირველი ოპერის თეატრი თბილისში, სად მდებარეობს ოპერისა და ბალეტის თეატრი ამჟამად. როგორ და რა ვითარებაში გაეცნო საოპერი ჟანრს ქართული საზოგადოება, რა დაედო საფუძვლად პირველი ოპერის შექმნის იდეას. ვის ეკუთვნის პირველი ქართული ოპერა, რომელი ქართველი კომპოზიტორების ოპერებია მიჩნეული ქართული საოპერო ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშად.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
V.5 მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობისთვის ორგანიზება.
·         აქტიურადაა ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში.
·         მონაწილეობს გამოკითხვაში.
V.6 მოსწავლეს შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა.
·         მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანის გადასაჭრელად.
·         საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვებს.
V.7  მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების განხილვა.
·         ამოიცნობს მოსმენილი ნაწარმოების ფრაგმენტებს.
·         გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას სიტყვიერად.
·         ახასიათებს შემსრულებეთა შემადგენლობას.
·         ამოიცნობს მოსმენისას ნაცნობ მუსიკალურ ტემბრს.
·         იყენებს მუსიკალურ ტერმინებს საუბრის დროს.
მუს.V.11.  მოსწავლეს შეუძლია ხელოვნების დარგების და სინთეზურ ხელოვნებაში მათი კავშირების განხილვა.
·         ახასიათებს ხელოვნების სინთეზური დარგების (მუსიკალური თეატრი) შემადგენელ ელემენტებს;
·         განარჩევს სხვადასხვა სახის სპექტაკლს (საბალეტო, საოპერო, დრამატული);
წინარე ცოდნა





უნარ/ჩვევები
·         მოსწავლეები იცნობენ ოპერის ჟანრს, იციან ოპერის შექმნის  ისტორია, არჩევენ ერთიმეორისაგან ოპერას, ბალეტს , პანტომიმას. იციან და ანსხვავებენ საოპერო ხმებს. მოსწავლე განასხვავებს, მსჯელობს და ამოიცნობს სხვადასხვა მუსიკალურ-თეატრალურ ჟანრებს.
·         ანალიზის, ინფორმაციის დახარისხების, საკუთარი აზრის გამოხატვის, ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
სასწავლო მასალა და რესურსები
სახელმძღვანელ:   . ჩიკვაიძე, ,,მუსიკა,’’  რვეული, კალმისტარი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, დინამიკები, ვიდეო ჩანაწერი, power point-ის ელექტრონული რესურსი.

შეფასება
განმავითარებელი -  წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
მოსწავლეები შეფასდებიან ჩართულობაში, ჯგუფურ მუშაობაში, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზსა და პრეზენტაციაში.

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები    -  (3 წთ.)
 აქტივობა I  -   ასოციაციური რუკა  (3 წთ.)
მასწავლებელი დაფაზე ხატავს ასოცოაციურ რუკას - შუაში წერს საკვანძო სიტყვას ,,ოპერა“ ,    ბავშვების მიერ დასახელებული სიტყვებით ივსება რუკა.
აქტივობის მიზანი:  გაიხსენებენ  როგორი ხელოვნებაა ოპერა,  ისაუბრებენ ოპერაზე როგორც სინთეზურ ხელოვნებაზე.
გონებრივი იერიში -(5 წთ.)
მასწავლებელი სვამს კითხვებს არსებული ცოდნის გასააქტიურებლად:
აქტივობა I I -  (4წთ ) 
ბავშვებს დარიგებული აქვთ კოგნიტური სქემა ,,ვიცი, მინდა ვიცოდე....“
ვიცი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე



მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ მოცემული სქემის პირველი ორი სვეტი. რომლის საშუალებითაც მოსწავლეები იხსენებენ,შესწავლილ მასალას. რამოდენიმე წაიკითხავს შვსებულ სქემას.
აქტივობა I I I    -   გამოცნობა(5 წთ )
მუსიკის მოსმენისას საოპერო ხმების ამოცნობა, დახარისხება და განაწილება ცხრილში.
 აქტივობის მიზანი: უვითარდებათ მოსმენის უნარ-ჩვევები,ინფორმაციის დაჯგუფება, დახარისხება და განაწილება (ცხრილებში)
მოსწავლეები მოისმენენ აუდიო ჩანაწერს , გამოიცნობენ რომელი
სასიმღერო ხმა არის , (ჯგუფური)


აქტივობა I V -მუსიკალური  ნაწარმოების მოსმენა / ანალიზი. – (4 წთ)
  აქტივობის მიზანი:  ორი სახის საოპერო მუსიკის მოსმენა და შედარება (ჯგუფური).
ვიდეო მასალა - სადაც ეცნობიან  ოპერას და ოპერეტის ჟანრს, განიხილავენ, თუ როგორ ჟღერს თითოეული.
   ზ. ფალიაშვილის ,,დაისი“ ღვინო კახურო’
ჟალ ოფენბახი -ოპერეტა ,, ორფეოსი მიწისქვეშეთში“ -კანკანი
ჯგუფებში ვანაწილებ როლებს, სამუშაო ფურცლებს და თითოეულ ჯგუფს  ვაძლევ დავალებას, ვენის დიაგრამის საშუალებით ბავშვები გამოარჩევენ მსგავსება /განსხვავებას. განიხილავენ ნაწარმოებს სტილის, ხასიათის, მეტრის, რიტმის, ტემბრის მიხედვით. საუბრობენ მუსიკის მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
 აქტივობა V-  ინტერაქტიული მინი-ლექცია  თემაზე ,,თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია“ (10წთ)
მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას , აწვდის ინფორმაციას თუ
 რა ეტაპები გაიარა დღემდე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა. მასწავლებელს აქვს  საპრეზენტაციო პროგრამით შექმნილი ელექტრონული რესურსი (სლაიდ-შოუ) და გზადაგზა აჩვენებს  თბილისის ძველი და ახალი საოპერო თეატრების სურათებს.
აქტივობის მიზანი:   ახალი მასალის ახსნა  კონსტრუქტივისტული მეთოდით, რაც ითვალისწინებს, მოსწავლეთა აქტიურ  ჩართვას   საგაკვეთილო  პროცესში,     ლოგიკურ გადასვლას ახალ თემაზე,   ძველი და ახალი მასალის   ერთმანეთთან   დაკავშირებას.
მოსწავლემ  მიიღებს ინფორმაციას თბილისის ოპერის თეატრის  შესახებ. მოსწავლეებს განუვითარდებათ მოსმენის, ინფორმაციის დახარისხების უნარ-ჩვევები.

აქტივობა V I  -  ,,ვისწავლე, რომ...“    ინდივიდუალური   ( 2   წთ)
მოსწავლეები ავსებენ მესამე სვეტს რვეულში ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“. რა ისწავლა ამ გაკვეთილზე. ჩაწერენ რა გაიგეს ახალი თბილისის ოპერის შესახებ.
მასწავლებელი აქტიურად სვამს კითხვებს ახალი მასალის ირგვლივ
(5   წთ)

შეფასება-(2 წთ)
წინასწარ   შედგენილი   შეფასების   რუბრიკის  მიხედვით მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას და   რეკომენდაციებს.

საშინაო დავალება   -  (2 წთ)
დავალებად აძლევ, მოიძიონ ინფორმაცია ქართველი საოპერო მომღერების შესახებ, რომლებიც მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში. აწერინებ საიტების მისამართებს(www.google.com; Wikipedia.org).


შეფასების რუბრიკა და კრიტერიუმები
კომპონენტები
   დაბალი
      საშუალო
      მაღალი
მოსმენილი მუსიკალური ტექტსის ანალიზი
უჭირს საუბარი ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე.
ცდილობს ისაუბროს მოსმენილი ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე და ცდილობს დაახასიათოს ფორმის, ჟანრის , სტილის და მუსიკალური გამომსახველობითი საშუალებების მიხედით.
ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებს მოსმენისას, საუბრის დროს იყენებს ნასწავლ ტერმინოლოგიას. საუბრობს ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე.
ნაწარმოების სტრუქტურულად და სახეობრივ მხარეებად დახასიათება
უჭირს ნაწარმოების სახეობრივ-შინაარსზე საუბარი
საუბრობს ნაწარმოების კომპოზიციურ აგებულებაზე. ცდილობს მოსმენილი ნაწარმოების ჟანრზე , სტილზე და ეპოქაზე საუბარს.
საუბრობს მოსმენილი ნაწარმოების ჟანრულ სტილისტურ თავისებურებებზე და  ადარებს ამავე ეპოქის და სტილის კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
შემოქმედებითობა
არ გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაწილობრივ ფლობა
ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
არა დამაკმაყოფილებელი
დამაკმაყოფილებელი
კარგი
ძალიან კარგი
1.მზაობა ჯგუფური მუშაობისათვის.
არ შეუძლია დაკისრებული დავალების შესრულება, შესასრულებელი სამუშაოსათვის არ/ან ცუდად არის მომზადებული.
შესასრულებელი სამუშაოს შესახებ  მისი ცოდნა ზედაპირულია. ხშირად უშვებს შეცდომებს
შესასრულებელი სამუშაოსათვის მომზადებულია. იშვიათად უშვებს შეცდომებს.
შესასრულებელი სამუშაოსათვის კარგად არის მომზადებული. არ უშვებს შეცდომებს
2.ჯგუფური სამუშაოს წარმართვა.
ჯგუფის საქმიანობაში არ ღებულობს მონაწილეობას. დესტრუქციულია.
ჯგუფთან ზოგჯერ თანამშრომლობს კონსტრუქციულად.

ჯგუფთან მისი თანამშრომლობა უმეტესწილად კონსტრუქციულია.

ჯგუფთან მისი თანამშრომლობა ყოველთვის კონსტრუქციულია.

3. თანამშრომლობა.
არ იზიარებს სხვის აზრებს. ვერ თნამშრომლობს
ნაწილობრივ მიდის კომპრომისზე. ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობს.
აზრების შეჯერების შემდეგ შეუძლია კომპრომისზე წასვლა. თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
ყოველთვის აზრების შეჯერების შემდეგ შეუძლია კომპრომისზე წასვლა. თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
4. სამუშაოს სწორად და დროულად შესრულება .
სამუშაოს ასრულებს არამიზანმიმართულად და დაგვიანებით.
სამუშაოს ნაწილობრივ ასრულებს დროულად, მაგრამ არამიზანმიმართულად ან პირიქით.
სამუშაოს ხშირ შემთხვევაში ასრულებს დროულად, და მიზანმიმართულად.
სამუშაოს ასრულებს ყოველთვის დროულად  და მიზანმიმართულად.

Комментариев нет: