საგუნდო კოლექტივების Vეროვნული კონკურსი


 საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების  Vეროვნული კონკურსი

                                      რეფლექსია
მოსწავლეთა მონაწილეობა კონკურსებში, ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეებისთვის.  მიუხედავად შედეგისა მოსწავლეთა წინაშე ახალი ასპარეზი იშლება წარმატების მისაღწევად, საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად, და მეტად მოტივირებულნი ეუფლებიან საგნებს; სწავლება აქტივობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და, შესაბამისად მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა წრეც ფართოვდება.
   
ასევეა მასწავლებლისათვის: წარმატებული მოსწავლე ერთ-ერთი კრიტერიუმია წარმატებული მასწავლებლისა.
   
ჩემს მიერ კონკურსისთვის  მოსამზადებელი სამიზნე ჯგუფი III-IV-V კლასის მოსწავლეებისაგან შეირჩა. სამიზენე ჯგუფი შედგებოდა 30 მოსწავლისაგან. შევიმუშავე სამუშაო გეგმა: თავდაპირველად ვიდრე შევუდგებოდით სიმღერების შესწავლას გავესაუბრე მშობლებს. მივიღე მათ თანხმობა - ვინაიდან მხოლოდ ერთი თვის ვადაში უნდა მოგვესწრო ორი სიმღერის მომზადება. შევთანხმდით, რომ  ყოველდღე ბავშვები გაკვეთილების შემდეგ დარჩემოდნენ და შეისწავლიდნენ  ხმებში სიღერებს.

    პირველივე მეცადინეობაზე გავარკვიე ყველა მოსწავლის მუსიკალური შესაძლებლობები: სმენა, რიტმი, ტემბრი,  რის შედეგადაც მკაფიო გახდა მომავალი მეცადინეობებისათვის მეტად ყურადსაღები საკითხები. მელოდიის და სიტყვიერი ტექსტის შესწავლის შემდეგ დავიწყეთ მუშაობა მელოდიის სისუფთავეზე, დინამიურ ნიშნებზე, სიმღერის შესაბამის შესრულებაზე.  
   
ბოლო მეცადინეობაზე ჩატარდა მშობლების თანდაწრებით.  მოსწავლეებმა გაუმჯობესებული შედეგი აჩვენეს, მშობლები ყმაყოფილებას ვერ მალავდნენ.  შედეგი თვალნათლივ გვაჩვენებდა,  რომ ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები, სიმღერასთან  ერთად გამოუმუშავდათ სცენაზე გამოსვლის უნარ-ჩვევები.
   
კონკურსის  პირველი ტური ჩატარდა  ი.ჯავახიშვილის სახ.სახელმწიფო უნივერსიტეტის N1 კორპუსი,სააქტო დარბაზი,  2019 წლის 14 აპრილს.
ჩემმა კოლექტივმა, სსიპ ქალაქ თბილისის გრ. კობახიძის სახელობის N 77 საჯარო სკოლის უმცროსკლასელთა გუნდმა  კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო A-b-1 კატეგორიაში სიმღერებით:
1. ნინო ომიაძე ,,საქართველო ჩვენია“
2. მანანა მერაბიშვილი ,,ცხრათვალა მზე“
   ბავშვებმა აიღეს  II ადგილი, დააგროვეს 89,9 ქულა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. I ადგილზე გასასვლელად საჭირო იყო 90 ქულის დაგროვება. სამწუხაროდ , ბავშვვები ვერ გადავედით II ტურში, მაგრამ გაუჩნდათ  მოტივაცია და სამომავლოდ მოიპოვონ დიდი გამარჯვება.  ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელით.
 მე ვთვლი რომ ეს დიდი გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა რომ ბავშვები ვერ გადავიდნენ II ტურში.  ამ კონკურსმა ამიმაღლა მოტივაცია, შემდეგი კონკურსისთვის დავსახო მეტად ეფექტური, შედეგებზე ორიენტირებული სამოქმედო პროგრამა. სასწავლო წლის დასაწყებისთანავე კვირაში 2-ჯერ   დავგეგმავ გუნდურ მეცადინეობას გაკვეთილების შემდეგ .
სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნებისმიერ აქტივობაში (მათ შორის კონკურსშიც) გათვლილია ძირითადი მიზნის მისაღწევად: მოსწავლეთა მიერ შეძენილი  ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.


   




Комментариев нет: