ელ.რესურსი ,, ნოტის გრძლიობა“
რესურსის
გამოყენების ინსტრუქცია
სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისათვის
მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსის გამოყენება. ელექტრონული რესურსი
შევქმენი პრეზენტაციის სახით Power Point-
ში, რათა საგაკვეთილო პროცესი გამემდიდრებინა ვიზუალური მასალით და გამომეწვია მოსწავლეებში
ინტერესის ზრდა სანოტო დამწერლობის, კერძოდ გრძლიობის შესწავლის მიმართ, რაც შეესაბამება ესგ-ის საგნობრივი სტანდარტის
მოთხოვნასა და გამჭოლ კომპეტენციებს.
რესურსის გამოყენება შესაძლებელია მოქმედი ესგ-ის მიხედვით IV –VI კლასში სანოტო დამწერლობის გაცნობისას, ნოტების გრძლიობის შესწავლისას,
რაც საკმაოდ სირთულეს წარმოადგენს.
რესურსი აქტიურად გამოიყენება გაკვეთილზე ახალი მასალის/თემის
ახსნისას, ასევე განმტკიცებისას და მოდიფიცირების შემთხვევაში გამეორებისა და შეჯამებისას.
მოდიფიცირება გულისხმობს ინტერაქციას და ყველა სლაიდზე შესაბამის კითხვა-პასუხს. რესურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას
საგაკვეთილო პროცესში. გარკვეულ სლაიდებზე ინფორმაციასთან ერთად კითხვებია მოცემული,
ზოგ სლაიდზე მხოლოდ ახალი ინფორმაციაა დატანებული და ზოგზე კი მხოლოდ კითხვებია.
სასწავლო რესურსის რეფლექსია
წარმოდგენილი
ელექტრონული რესურსის ,, ნოტის გრძლიობა“ შექმნისას მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილი გამეხადა უფრო მრავალფეროვანი, მიმეცა საშუალება მოსწავლეებისთვის აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. რესურსის
საკითხები შესაბამისობაშია როგორც მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან ,ასევე ესგ-თან
და პასუხობს ესგ გამჭოლი კომპეტენციების გამოწვევებს.
N
|
შესაფასებელი
კომპეტენცია
|
შესაბამისობა
შინაარსთან
|
1
|
რესურსის და სათაური
|
Power point-ში მომზადებული
პრეზენტაცია „ნოტის გრძლიობა“
|
2
|
რესურსის შესაბამისობა
მიზანთან
|
კლასში ჯგუფური მუშაობითა და დამხმარე რესურსების
გამოყენებით მოსწავლეები გაეცნობიან სანოტო დამწერლობას , სწავლობენ თამაშით -განსხვავებული
ფორმით .
|
3
|
რესურსის შესაბამისობა
ესგ და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან
|
მუს.დაწყ.(I).1. გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად
შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის
გადმოსაცემად;
მუს.დაწყ.(I).2. ხმის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა;
მუს.დაწყ.(I).3.
ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა
სიმბოლოთი ჩაწერა.
სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა;
მუს.დაწყ.(I).4.
მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების
(მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;
მუს.დაწყ.(I).5.
ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს
(მაგ.: რიტმს, ტემპს, მელოდიას და ა.შ.), ხმაურსა და ვიზუალურ რიგს შორის ასოციაციური კავშირების
გაბმა;
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;
|
3
|
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
|
პერსონალური და სოციალური კომპეტენცია
სემიოტიკური კომპეტენცია
|
4
|
სამიზნე ჯგუფი
|
IV-VI კლასები
|
5
|
ინტეგრაცია
სხვა საგნებთან
|
ისტ
|
6
|
გამოყენების
არეალი
|
რესურსის გამოყენება
IV-VI კლასში მუსიკალური დამწერლობის-გრძლიობის
გაცნობის დროს.
|
ციფრული ობიექტის ამ სახით გამოყენებამ გაკვეთილი გახადა უფრო მეტად ინტერაქტიული, საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში.
ყოველ სლაიდს ინფორმაციასთან ერთად თან ერთვის კონკრეტული გრძლიობის ვიზუალური გამოსახულება
(ფოტო). როდესაც მოსწავლე მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით ეცნობა თემას,
მასაც უჩნდება მოტივაცია, თავად შექმნას ანალოგია, რასაც პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების
ციფრული წიგნიერების განვითარებასთან მივყავართ. როგორც აღინიშნა წარმოდგენილი რესურსი
შექმნილია Power
point
-ის პროგრამაში. გამოყენებისას შესაძლებელია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა
და წინასწარ შეთანხმებით პროექტორის მეშვეობით ეკრანზე ჩვენებაც. რაიმე პრობლემა რესურსის
გამოყენებისას არ შემქმნია.
Комментариев нет:
Отправить комментарий