ეროვნული კონფერენცია„უკეთესი განათლებისთვის“
რეფლექსია
ჩამტარებელი ორგანიზაცია : არაფორმალური განათლების ცენტრი
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქ. თბილისი , 23 თებერვალს 2019
წელი
კონფერენციის მიზანი და ამოცანები :
კონფერენციის მიზანია პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება საქართველოს საჯარო სკოლის სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს შორის, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ეფექტური სასწავლო აქტივობების მიგნების და სიახლეების პრაქტიკულად გამოყენების უნარს.
მოსალოდნელი შედეგი: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა. კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებლებს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
რეზიუმე:
ეროვნული კონფერენციის შესახებ გავიგე ინტერნეტ გვერდის საშუალებით. შერჩეული ნაშრომი ,, არასტანდარტული ფორმების და მეთოდების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე" ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნე არაფორმალური განათლების ცენტრს ქალბატონ
ანა კვიჟინაძეს. მივიღე მოწვევა, რამაც უსაზღვროდ გამახარა. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, 119-მდე თემიდან აირჩა 23
ნაშრომი, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ჩემი თემაც.
არაფორმალური განათლების ცენტრი მიერ ორგანიზებული ეროვნული კონფერენცია გაიმართა თბილისში , შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2019 წლის 23 თებერვალს .
კონფერენციაზე მოვისმინე ძალიან საინტერესო ნაშრომები, გავიცანი საინტერესო ადამიანები .
კონფერენციის სამუშაო ენა იყო ქართული
კონფერენცია გახსნა:
არაფორმალური განათლების ცენტრი დირექტორმა
ანა კვიჟნაძემ .
სულ 22 ნაშრომის პრეზენტაცია მოვისმინე.
დღის წესრიგი
დაწყების დრო:
11:00
I სესია
1.
ირინა
გოჩიტაშვილი - სკოლის როლი საზოგადოების განვითარებაში
2.
მერი
ციმაკურიძე - მშობელთა როლი განათლების სისტემაში
3.
ნინო
ვაშალომიძე - სკოლა და ოჯახი მოსწავლის პიროვნული აღზრდის სამსახურში
4.
ასმათი
ჩიტორელიძე - ნაბიჯი მასწავლებლობისაკენ
5.
ნანა
ბურძენაძე - როგორ დავეხმაროთ პირველკლასელ მოსწავლეებს ახალ სასწავლო გარემოსთან ადაპტაციაში
6.
ნინო
ელბაქიძე-თანამედროვე სწავლა სწავლების მეთოდები დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა
და ლიტერატურის გაკვეთილზე
7.
დალი
დოლიძე - თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე
8.
ქეთევან
სეფიაშვილი - ფლეშბარათებისა და სამუშაო ფურცლების გამოყენების უპირატესობა ფიზიკის
გაკვეთილზე.
9.
ნანა
ნოზაძე-ტექნოლოგიების როლი სკოლასა და უნივერსიტეტში
10.
ნარგიზა
კახაძე - მედიაწიგნიერება
11.
თეონა
გოგოლაძე - განმავითარებელი შეფასების როლი თანამედროვე სწავლებაში
12.
სოფიკო
მეხაშიშვილი - კითხვის დასმა, როგორც განმავითარებელი შეფასება
13.
ირმა
ლურსმანაშვილი - წიგნის კითხვის საჭიროება და სამოტივაციო აქტივობები
II სესია
14.
ნატო
კვეტენაძე - სსსმ მოსწავლეთატის ტოლერანტობისა და თანასწორუფლებიანობის მქონე გარემოს
უზრუნველყოფის გარანტი ფექტური დამრიგებელია
15.
ქეთი
ჯაფარიძე - პროფესიული განათლება, როგორც ალტერნატივა
16.
ჟანა
ხელაშვილი - თანამედროვე სწავლა/სწავლების მეთოდები
17.
ნანა კუჭუხიძე - ქცევის პრობლემა მე-2 კლასში
18.
ნანა
ბუჯიაშვილი - მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით
არსებული მდგომარეობა ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში
19.
მართა
ბექაური, მარიამ რობაქიძე - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან
20.
ნინო
მელიქიძე, ხატია ლეკიშვილი, მაია ბერიძე - ბულინგი, XXI საუკუნის „შავი
ჭირი“
21.
ეკა
კობიაშვილი - რა არის ბულინგი ? როგორ ავიცილოთ ბულინგი?
22.
ლელა
ზვიადაური - ემპათიის განვითარება დაწყებით კლასებში
23.
ანა
ჯავახიშვილი - მასწავლებლის როლი უსაფრთხო სკოლის ჩამოყალიბების პროცესში - კონტროლი
თუ ზრუნვა მოსწავლეებში ღირებულებების განვითარებისათვის
დასასრული: 18:00
ჩემი მოხსენების შესახებ:
დღეს ყველა აღნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების პროცესში საჭიროა ცვლილებების შეტანა. დროის ცვლილებასთან ერთად იცვლება თაობაც და მათი მოთხოვნილებებიც, ამიტომაც აუცილებელი ხდება ინოვაციური სწავლების დანერგვა სასწავლო პროცესში, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებას.. შედეგის მისაღწევად საჭიროა, მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს არატრადიციულ და ტრადიციულ მეთოდებს, რათა მიაღწიოს მოწაფეებში შემდეგი უნარების განვითარებას:
§ თანამშრომლობა;
§ რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრა;
§ შემოქმედებითობა;
§ თვითრეგულირება;
§ კრიტიკული აზროვნება…
რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე, რომ არატრადიციული
ფორმები და მეთოდები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებს ძალიან მოტივირებულს ხდიდა და პროცესში ერთვებოდნენ ისინიც, რომლებიც საზოგადოდ არ გამოირჩეოდნენ მაღალი აკადემიური უნარებით, ეს კი ხელს მიწყობდა გაკვეთილის მიზნების მიღწევასა და ეროვნული სასწავლო გეგმის უკეთ რეალიზებაში.
ღონისძიების მნიშვნელობის დასაბუთება :
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეგიონის მომხსენებელი, მათი მოხსენებები ეხებოდა ინტეგრირებული გაკვეთილის, პროექტი-გაკვეთილის, კვლევა / პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების, სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების, საგნობრივი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის, ინოვაციური მეთოდების, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობის, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, მშობელთა და საზოგადოების / თემის ჩართულობის შესახებ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას.
კონფერენციას პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და განხილული იყო კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან, ეთიკური დილემები, რომლებიც მასწავლებლებს ხვდებათ მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან ურთიერთობისას. კონფერენციაზე იმსჯელეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებთან მუშაობის ეთიკურ ასპექტებზეც.
კონფერენციის ფარგლებში გადამუშავდა მასწავლებლის, დირექტორის ეთიკის კოდექსები და მოსწავლის ქცევის კოდექსი.
ამგვარი სახის კონფერენციები ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და მათ პროფესიულ ზრდას.
გავცვალეთ საკონტაქტო მონაცემები სასწავლო რესურსების ურთირთგაზიარების მიზნით. კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემი პროფესიული ზრდისა დ განვითარებისათვის, რასაც აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის #77 საჯარო სკოლაში და ამ საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს.
სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის თბილისის #77 საჯარო სკოლის
მუსიკის მასწავლებელი დალი დოლიძე
ქ. თბილისი ეროვნული კონფერენციის „უკეთესი განათლებისთვის“
Комментариев нет:
Отправить комментарий